უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ქტიურად ემზადება კონტრშეტევისთვის და მას სჯერა ამ კონტრშეტევის წარმატების.
ამის შესახებ ზელენსკიმ ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვჯერა ჩვენი კონტრშეტევის წარმატების. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. არამხოლოდ ჩვენი მეომრები, არამედ საზოგადოება, ჩვენი ქარხნები, ჩვენი ბიზნესმენები - ყველა ფიქრობს, როგორ გააძლიეროს ჩვენი არმიის მხარდაჭერა.
ვფიქრობთ, როგორ მოვემზადოთ კონტრშეტევისთვის და არ ვფიქრობთ, რომ წარმატება არ გვექნება. ეს ჩვენი გზა არ არის. ჩვენ გვაქვს ერთდერთი მიზანი და ჩვენ ეს გვესმის.
მგონია, რომ არასწორია ილაპარაკო წარმატებაზე, როდესაც ადამიანებს კარგავ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ტერიტორიების დეოკუპაციის დროს უკრაინა კარგავს ადამიანებს და ეს დანაკარგი ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეულია.