უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებში ჩავიდა.
ზელენსკი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტსაც შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე გამართა მოლაპარაკებები სენატის ხელმძღვანელთან, იან ენტონი ბრუინთან. გარდა ამისა, გეგმავს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრას და საჰაერო ძალების ბაზის დათვალიერებას.
ასევე უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მსოფლიო მშვიდობის საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკის ნიდერლანდების სენატში სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.
უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდებში ფინეთიდან ჩავიდა, სადაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით სამიტი გაიმართა.