აშშ-მა უკრაინას 300 მლნ დოლარის ღირებულების მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. ინფორმაციას „ევროპეისკა პრავდა“ პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასლას HIMARS-ის სისტემებისთვის, დამატებით ჰაუბიცებს, არტილერიისა და ნაღმტყორცნების ჭურვებს, ასევე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს.
ამის გარდა სამხედრო დახმარებაში შედის TOW-ის ტიპის ანტისატანკო მართვადი რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები AT-4 და Carl Gustaf და Hydra-70-ის ტიპის არამართვადი საავიაციო რაკეტები, ცეცხსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, სატვირთო მანქანები და მისაბმელები მძიმე ტექნიკის გადასატანად.
ეს უკვე 37-ე დახმარების პაკეტია უკრაინისთვს 2022 წლის თებერვლის შემდეგ, სერთო ჯამში ამერიკული მხარის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობა 36 მლრდ დოლარს შეადგენს.