უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთს ეწვია.
ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტეს, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტები განიხილავენ უკრაინის სამხედრო დახმარებას, ორმხრივ თანამშრომლობას და მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებას.
ასევე ორი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ სამიტში, რომელსაც დაესწრებიან შვედეთის,ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრები. შეხვედრაზე საუბარი იქნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, უკრაინის დამხარებასა და ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე.