რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ კრასნოდარის მხარეში ტამანის სიახლოვეს, ვოლნას დასახლებაში დრონით დარტყმის შედეგად ნავთობპროდუქტების რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
ძლიერი ხანძარი ღამით დაიწყო.
„ნავთობპროდუქტების საცავში ხანძარი „ტამანნეფტგაზის“ ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად დაიწყო“, - განუცხადა „ტასს“ წყარომ.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძრის ფართობმა 1 200 კვადრატული კილომეტრი მოიცვა.
ხანძრის ქრობის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულები არ არიან.
კრასნოდარის მხარის ხელისუფლების მტკიცებით, ხანძარი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ევაკუაცია არ იგეგემება.