ჩინეთში ამერიკის ელჩი ნიკოლას ბერნსი აცხადებს, რომ პეკინმა მოსკოვი უნდა აიძულოს დაასრულოს ომი უკრაინაში.
„ჩვენ გვინდა, რომ ჩინეთმა აიძულოს რუსეთი გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, რათა მან დაიბრუნოს ყველა ტერიტორია და კვლავ გახდეს სრულად სუვერენული ქვეყანა“, - განაცხადა ბერნსმა.
„ასევე, ჩინეთმა უნდა აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს უკრაინის სკოლების, საავადმყოფოებისა და საცხოვრებელი სახლების დაბომბვა. აი, ეს გვინდა ჩვენ, რაც, უნდათ ევროპის ქვეყნებსაც და თავად უკრაინასაც ჩინეთისგან“, - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი კარგი პირველი ნაბიჯია, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რა შედეგი მოყვება ამას.
„ჩვენი სურვილია, რომ ჩინეთმა რუსეთისთვის რჩევების მიცემისას გამოავლინოს უფრო მეტი სიმკაცრე. ჩვენ გვინდა მოქმედებები, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად დაასრულებს ომს - რა თქმა უნდა, იმ პირობებით, რომელსაც მიიღებს უკრაინის ხელისუფლება“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
პეკინს ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის აგრესია. უფრო მეტიც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩინეთმა მხოლოდ გააძლიერა ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირები ჩინეთთან.