დანიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას 250 მლნ დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყოს. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა.
„{დახმარების ახალი პაკეტი} ნიშნავს, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ამაზეა მოთხოვნა“, - განაცხადა პოულსენმა.
ხსენებული გადაწყვეტილების თანახმად, დანია უკრაინას გადასცემს მანქანებს განაღმვისთვის, საბრძოლო მასალას, საველე ხიდებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს.
აღნიშნული დახმარება წარმოადგენს უსმხვილეს პაკეტს დანიის მხრიდან და მიმართულია უკრაინის შეტევის მხარდასაჭერად.
„ეს ხელს შეუწყობს იმ შესაძლებლობების მხარდაჭერას, რაც უკრაინულ მხარეს არ ყოფნის წარმატებული შეტევისთვის ახლა, როდესაც უკრაინელები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობენ“, - განმარტა პოულსენმა.
უკრაინის მიმართ დანიის საერთო დახმარება დღეისათვის 11 მლრდ დანიურ კრონს აღწევს. აპრილში ცნობილი გახდა, რომ დანია ნიდერლანდებთან ერთად უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს. ამის გარდა, დანია ნორვეგიასთან ერთად შეთანხდა უკრაინას 8 ათასი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნოს.