გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება გერმანიისგან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს. იუწყება გამოცემა Die Zeit.
შოლცის თქმით, ანალოგიური წესებია განსაზღვრული იარაღის სხვა დასავლელი პარტნიორების მიერაც.
კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ კიევისთვის დახმარება აუცილებელია, მაგრამ ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ დაუშვან ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის.