თურქეთმა ეროვნული წარმოების მე-5 თაობის ავიაგამანადგურებელი „ყაენი“ წარადგინა.
მე-5 თაობის ავიაგამანდგურებლის შექმნა მიზნად ისახავს თურქეთის არმიის მოძველებული F-16-ის ფლოტის ჩანაცვლებას.
თურქეთის საჰაერო კოსმოსური მრეწველობის ღონისძიებაზე სახელწოდებით, „მომავლის საუკუნე“ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ახლა ყველგანაა - ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში და კოსმოსში. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო თვითმფრინავს სახელი თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერმა, დევლეთ ბაჰჩელიმ დაარქვა. თურქული მედია წერს, რომ „ყაენი“ არის ისტორიული ტიტული, რომელსაც იყენებდნენ თურქული და მონღოლური სახელმწიფოების მმართველები.
„ყაენი“ სატესტო პროცესს რამდენიმე წელიწადში დაასრულებს და თურქეთის არმიის შეიარაღებაში შევა.