უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს. ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლებს, დაჭრილია სულ მცირე ერთი ადამიანი. მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ხერსონში მართვადი ავიაბომბები ჩააგდეს.
ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინსიტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, დაშავებული 30 წლის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, ქალაქის დაბომბვა გრძელდება, მან მოსახლეობას თავშესაფებში გადასვლისკენ მოუწოდა.