უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ჩერნიჰივის ოლქში დასახლებული პუნქტი ლიზუნოვკა დაბომბეს. ოკუპანტებმა დასახლების წინააღმდეგ მართვადი ავიაბომბები გამოიყენეს.
ავიადარტყმის შედეგად, დაიღუპა 14 წლის მოზარდი. წინასწარი მონაცემებით, დაჭრილია ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინის შეირაღებული ძალების „ჩრდილოეთის“ სარდლობის მონაცემებით, მტრის თავდასხმის შედეგად დაინგრა სკოლა, რომელიც არ ფუნქციონირებდა, დაზიანდა ასევე რამდენიმე კერძო სახლი.