მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაციით, მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერი, მარინა ტაუბერი კიშინიოვის აეროპორტში ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს.
დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ტაუბერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობდა, რომ წინასწარ იცოდა დაპატიმრების შესახებ, თუმცა მაინც გეგმავდა საზღვარგარეთ გაფრენას სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით.
„მოგზაურობა დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. ვაპირებდი ექიმთან წასვლას და არ ვიცოდი, რომ ჩემ წინააღმდეგ სასამართლო სხდომა ჩაინიშნებოდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. არ ინერვიულოთ, რამდენიმე დღით მივდივარ და ხუთშაბათს, დილით დავბრუნდები“, – განაცხადა ტაუბერმა.
თებერვალში მარინა ტაუბერს გამოძიება პოლიტიკური პარტია „შორის“ უკანონო დაფინანსებას ედავებოდა. დეპუტატს ყველა დაწესებული შეზღუდვა მას შემდეგ მოეხსნა, რაც კიშინიოვის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით, ადვოკატის საჩივარი დააკმაყოფილა.
როგორც ცნობილია, პარტია „შორი“ მოლდოვაში პრორუსულ საპროტესტო აქციბის ორგანიზებას ახდენს.