ანექსირებულ სევასტოპოლში ნავთობის საცავის აფეთქება წარმოადგენს უკრაინის არმიის სამზადისს აქტიური მოქმედებებისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ პრესსპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, მტრის ლოჯისტიკის აფეთქება ერთ-ერთი ელემენტია ურაინის თავდაცვის ძალების აქტიური მომქედებების მოსამზადებლად.
„ეს არის მოსამზადებელი სამუშაო იმ სრულმასშტაბიანი ეირშისა, რომელსაც ყველა ელოდება“, -აღნიშნა გუმენიუკმა.
შეგახსენებთ, 29 აპრილს, ანექსირებულ სევასტოპოლში საწვავის საცავი დაიწვა. საოკუპავიო რეჟიმის წარმომადგენლის, სევატოპოლის ე.წ. გუბერნატორის მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, ხანძრის მიზეზი უკრაინული დრონის თავდასხმა გახდა.