რუსული მედიის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქის დასახლება სუზიომკა დაბომბა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა, კიდევ ორი კი დაზიანდა.
რუსული მედია ამტკიცებს, რომ ბრიანსკის ოლქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან დაბომბეს.