უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა მოიცავს ყირიმის დეოკუპაციასაც.
ამის შესახებ ზელენსკიმ სკანდინავიელ ჟურნალისტებთნ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კონტრშეტევის ერთ-ერთ მიზანს ნახევარკუნძულის გათავისუფლება წარმოადგენს. თუმცა უკრაინის წარმატება მნშივნელოვნად დამოკიდებულია დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდებაზე.
„ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა, ამიტომ იარაღის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული ჯარი ყოველდღიურად კარგავს მოტივაციას და უკან დახევის შედეგები აშინებს.
„მათ ეშინიათ ჩვენი, ასევე შედეგების, თუ უკან დაიხევენ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის არ განუმარტავს კონტრშეტევის დეტალები ან გრაფიკი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ექსპერტები და მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ კონტრშეტევა გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში იგეგმება.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად მიანიშნებენ ყირიმის გათავისუფლების მოახლოებაზე.
სამხედრო ექსპერტი, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი პეტრო ჩერნიკი აცხადებს, რომ ყირიმის გათავისუფლება ახლა უფრო მნიშვნელოვნად მარტივია, მისი თქმით, ამისთვის საჭიროა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და კარგი ავიაცია.
ამასთან, კიდევ ერთი სამხედრო ექპერტი რომან სვიტანი ფიქრობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოკუპანტებისგან ყირიმის გათავისუფლება შემოდგომამდეც შეუძლიათ თუ კი აუცილებელი ძალები და შეიარაღება იქნება.