რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოლდოვა, როგორც ქვეყანა აღარ არსებობს. ამის შესახებ მან Telegram-არხზე დაწერა.
მედვედევმა აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, სხვა ოფიციალურ პირებსა და კულტურს მოღვაწეებს მოლდოვაში შესვლა აეკრძალათ.
„ჯერ ერთი, იქ {მოლდოვაში წასვლას} არავინ აპირებს. მეორეც - ასეთი ქვეყანა უკვე აღარ არსებობს, ადგილობრივმა უფროსებმა ის რუმინეთს მიჰყიდეს, თავიანთი სამშობლოს მოღალატეები გახდნენ“, - თქვა მედვედევმა.
მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლებასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და მასთან საქმე ხალხმა უნდა გაარკვიოს და გადაწყვიტონ მოლდოველები არიან თუ რუმინელები.
შეგახსენებთ, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა. მისი თქმით, მოლდოვაში არსებობს შავი სია რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც ქვეყანაში მოხვედრას ვერ შეძლებენ, ამასთან, მისი თქმით, ზოგიერთი თანამდებობის პირი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყობს, როდესაც მოლდოვაში შესვლას შეეცდება.