ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ბაიდენი აცხადებს, რომ მისი კამპანიის მთავარი მიზნები – აბორტის უფლება, დემოკრატიის და ამომრჩეველთა უფლებების დაცვა, ასევე ამერიკელებისთვის სოციალური გარანტიების დაცვა იქნება.
ჯო ბაიდენი ამერიკის მოქმედი პრეზიდენტია დემოკრატიული პარტიიდან, ის 80 წლისაა და ამერიკის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია.