უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ფრონტის ჩრდილოეთ ნაწილში ახალი ვითარება ნარჩუნდება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში შეინიშნება. რუსეთის ძალებმა კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით შეტევის მცდელობები შეწყვიტეს.
გენშტაბის ანგარიშის თანახმად, კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის არმია განაგრძობს პოზიციების გამაგრებას გარკვეულ ზონებში. არ დაფიქსირებულა რუსების მხრიდან შეტევის მცდელობა ლიმანის მიმართულებითაც.
„მტრის ძირითად ძალისხმევა მიმართულია შეტევით მოქმედებებზე ბახმუტის, ავდიივკისა და მარინკის მიმართულებებით“, - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.
ორივე მხარის არაოფიციალური წყაროები - ტელეგრამ-არხები წერენ, რომ დაჯგუფება „ვაგნერმა“ ბახმუტის დასავლეთ ნაწილში მცირედით წინ წაიწიეს.