22 აპრილს, ისტორიაში პირველად, სატესტო რეჟიმში ლიეტუვა რუსეთის ელექტროქსელიდან მთლიანად გაითიშა. ტესტირება 10 საათს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ქვეყანას ელექტროენერგიას ადგილობრივი ელექტროსადგურებიდან, პოლონეთიდან და შვედეთიდან აწვდიდნენ.
ბალტიის ქვეყნები გრუსული ქსელის დატოვებას 2025 წლისთვის გეგმავდნენ, თუმცა როგორც ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა განაცხადა, ეს შეიძლება უკვე მომავალ წელს მოხდეს.