რუსეთის ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს ხერსონის ოლქში, ველოზერსკოეს თემის სოფელ კიზომისის წინააღმდეგ, დაჭრილია ორი ადგილობრივი.
ინფორმაციას Telegram-ზე ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
პროკუდინის ცნობით, მტერმა დაბომბა ადგილობრივი სკოლის შენობა და 25 საცხოვრებელი სახლი. დაზიანდა სამართალდამცველების ავტომობილი.
დაიჭრა ორი ქალი. ისინი ხერსონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.