ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით (ISW) უკრაინული ძალები სავარაუდოდ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შევიდნენ. ინსტიტუტის თანახმად, აღნიშნულ ინფორმაციას რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს.
გავრცელებული ფოტოების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლეშკის ჩრდილოეთით, დნიპრის სანაპიროზე, ასევე დასახლებული პუნქტების ჩრდილოეთით დაიკავა პოზიციები და სოფელ დაჩის დასავლეთით წინ წაიწია.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, კიდევ ერთი სამხედრო საბრძოლო მოქმედებების რუკის მიხედვით, რუსული ძალები 22 აპრილის მდგომარეობით, ვერ აკონტროლებენ მდინარე დნიპროს ზოგიერთ კუნძულს, ხერსონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, რაც ამ კუნძულებზე უკრაინელების შესაძლო წინსვლაზე მიუთითებს.
ექსპერტების შეფასებით, უკრაინამ შესაძლოა, ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე უპირატესობის მოპოვება, რუსული ჯარების საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობის გამო შეძლო.