უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ბახმუტსა და მარინკისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება. გასული დღის განმავლობაში თვადაცვის ძალებმა მტრის 40-მდე შეტევა მოიგერიეს.
დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 3 სარაკეტო, 24 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 20-მდე თავდასხმა განახორციელეს. მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაინგრა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საავიაციო დატყმების ალბათობა კვლავ მაღალია.
მტერმა ძირითადი ძალისხმევა მიმართა შეტევით მოქმედებებზე ბახმუტისა, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებით. ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და მარინკისთვის მიმდინარეობს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა დღის განმავლობაში ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის რაიონებში 8 დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის ქვედანაყოფებმა კი გაანადგურეს მტრის ვ ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 3 რაიონი და საბრძოლო მასალების ერთი საწყობი.