აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ერთი წლის წინ უკარინაში შეიჭრა. იუწყება Sky News.
„ის ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ უკრაინა მტკიცედ დგას თავისი პარტნიორების დახმარებით. პუტინი ფიქრობდა, რომ ჩვენი ერთობა დაინგრეოდა, მაგრამ სასტიკმა ომმა, რომელიც რუსეთის არჩევანია, ჩვენ მხოლოდ დაგვაახლოვა“, - განაცხადა ოსტინმა.
ოსტინმა განაცხადა, რომ ფინეთი, რომელიც დიდი ხანია ამ საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეა, დღეს მას ესწრება, როგორც ნატო-ს ახალი მოკავშირე და აღნიშნა, რომ მას მალე შეურთდება შვედეთიც.
„ეს ცხადყოფს, რომ პუტინის ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, ის არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი“, - განაცხადა ოსტინმა.