ბელგოროდში მომხდარი ავიაბომბის აფეთქების მსგავსი შემთხვევები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდება, რადგან ოკუპანტები ჩქარობენ გაზარდონ ბომბების წარმოება მათი ხარისხის ხარჯზე. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა ეროვნული ტელემარათონის დროს განაცხადა.
„ასეთი ბომბები შესაძლოა, კიდევ სადმე ჩამოვარდეს. რადგან მათ ისინი {რუსები} ამზადებენ ძალიან სწრაფად, ყოველ ჯერზე უფრო მეტად იყენებენ, დაუდევრად ექცევიან ამ სამუშაოს. კიდევ ხშირი იქნება ასეთი შემთხვევები“, - განაცხადა იგნატმა.
ამასთან, მან გაიხსენა, რომ ასეთი ბომბები, რუსებს ჯერ კიდევ საბჭოთა შეიარაღებიდან აქვთ, თუმცა საჭიროებს მოდერნიზაციას. ამავე დროს იგნატმა აღნიშმა, რომ ოკუპანტების მხირიდან მსგავსი ავიაბომბების გამოყენება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მათ ისინი საკმარისად ბევრი აქვთ.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსულმა სუ-34-მა შემთხვევით ბელგოროდის ცენტრში ბომბი ჩამოაგდო, დაშავდა ორი ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე ავტომობილი. აფეთქების ადგილზე კი 20-მეტრიანი ორმო გაჩნდა.