კიევის საქალაქო საბჭომ რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულება გააუქმა, – ამის შესახებ „ტელეგრამში“ უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო წერს.
„დღეს კიევის საქალაქო საბჭომ გააუქმა აგრესორი ქვეყნის, რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულება“, – დაწერა კლიჩკომ.
კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტს მიმართეს რუსეთის საელჩოს ქონების უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე.