უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ კიევში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი არის დადასტურება იმისა, რომ ალიანსი მზად არის უკრაინასთან ურთერთობის ახალი ეტაპის დასაწყებად.
ზელენსკისა და სტოლტენბერგის შეხვედრის ამსახველი კადრები უკრაინის პრეზიდენტის Telegram-ზე გამოქვეყნდა.
„იენს სტოლტენბერგის ეს ვიზიტი - პირველი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში - ჩვენთვის არის, როგორც ნიშანი, რომ ალიანსი მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში - ამბიციური გადაწყვეტილებების თავი“, - განაცხადა ზელენსკიმ. .
ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანს მოუწიოდა ყვლანაირად მხარი დაუჭიროს უკრაინის სამშვიდობო ფორმულას.
სტოლტენებრგმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერს უკრაინელ მამაც ხალხს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტოლტენბერგთან საუბრისას განიხილეს ოთხი ძირითადი საკითხი.
კერძოდ, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა, რომელიც 21 აპრილს გაიმართება და გადაწყვეტილება, რომელსაც უკრაინა პარტნიორებისგან ელოდება - უპირველესად შეიარაღებულ დახმარებასთან დაკავშირებით.
ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანს ასევე სთხოვა დახმაროს უკრაიანას, რათა გადაილახოს პარტნიორების თავშეკავება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების, თანამედროვე ავიაციის, არტილერიისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.
მესამე საკითხი შეეხო ნატო-ს სამიტს. რომელიც ვილნიუსში იმართება და რომელიც ზელენსკის თქმით, შესაძლოა ისტორიული გახდეს.
მეოთხე საკითხი მოიცავს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-სკენ გზაზე.
იენს სტოლტენბერგი კიევში დღეს ჩავიდა. ვიზიტი დააანონსებული არ ყოფილა.