ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა. იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.
უკრაინული მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი მიხაილოვსკის მოედანზე იმყოფებოდა.
ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი დაესწრება ე.წ. რამშტაინის ფორმატის მორიგ შეხვედრას, რომელზეც უკრაინის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიევის სამხედრო საჭიროებებს განიხილავენ.