ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, არ მისცენ ჩინეთს ბლოკის გაყოფის საშუალება.
ლაიენის თქმით, ჩინეთის ევროპული პოლიტიკა ეყრდნობა ძლიერ კოორდინაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს შორის, ასევე მზადყოფნას, აირიდოს დაყოფა.
მისი განცხადებით, დროა, ევროპა მოქმედებაზე გადავიდეს და აჩვენოს კოლექტიური ნება. მისივე თქმით, ბრიუსელი მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს ნებისმიერ ცალმხრივ ცვლილებას ძალის გამოყენებით.