რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს.
ამის შესახებ რულის სააგენტო „ტასი“ იუწყება.
რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ დასავლეთის სამი ქვეყნის ელჩი დაიბარეს “რუსეთისა შიდა საქმეებში ჩარევისა და საქმიანობის გამო, რომელიც არ შეეფერება დიპლომატიურ სტატუსს“.
სავარაუდოდ, ელჩების დაბარება უკავშირდება ოპოზიციონერ ვლადიმირ ყარა-მურზასთვის მოსკოვის სასამართლოს მიერ 25-წლიანი პატიმრობის შეფარდების გამო დასავლეთის ქვეყნების მწვავე კრიტიკას.
.