რუსეთმა 50 ხომალდი დაბლოკა, რომლებიც მზად არიან უკრაინული ხორბლის გადაზიდვისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა და უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადეს.
„რუსეთი კვლავ ბლოკავს შავ ზღვაში 50 ხომალდს, რომლებიც დატვირთული არიან სასწრაფო აუცილებელი მარცვლეულით. ევროკავშირი მხარს უჭერს გაეროს და გააგრძელებს {უკრაინის} ექსპორტს „სოლიდარობის დერეფნით“, რომლითაც მსოფლიო 25 მლრდ ტონა მარცვლეულს მიიღებს“, - წერს ბორელი „ტვიტერში“.
უკრაინაში აშშ-ს ელჩის ბრიჯიტ ბრინკის თქმით, ხომალდები ბლოკირებულია ბოსფორში და ვერ ახერხებენ შავ ზღვაში გასვლას, უკრაინულ პორტებამდე.
„რუსეთი ცდილოს დაახრჩოს უკრაინის ეკონომიკა და შეანელოს სურსათის ნაკადი, იმის ნაცვლად, რომ დაიცვას შეთანხმების პირობები“, - დაწერა ელჩმა.
დღეს, ასევე უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბოლო დღეების განმავლობაში უკვე მეორედ განაცხადა, რომ რუსეთი ბლოკავს უკრაინული სურსათის ექსპორტს „მარცვეულის შეთანხმების“ ფარგლებში და ცდილობს შეთანხმების სხვა მონაწილეები აიძულოს ურიგოდ შეამოწმონ მხოლოდ ის ხომალდები, რომლებიც მას სურს.