ბრიტანეთის სტანდარტების საპარლამენტო კომისარმა, დანიელ გრინბერგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის წინააღმდეგ ფინანსურ დეკლარირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. იუწყება Reuters
კომისარი გრინბერგი პასუხისმგებელია ქცევის კოდექსისა და თემთა პალატის რეესტრების ფუნქციონირების მონიტორინგზე, მათ შორის, სავარაუდო დარღვევის გამოძიებაზე.
საქმე პარლამენტარების ქცევის კოდექსის მეექვსე პუნქტს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ისინი ვალდებული არიან გაამჟღავნონ ნებისმიერი ფინანსური აქტივი, რამაც შესაძლოა პარლამენტარის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს.
გამოძიება ბავშვთა დაცვის ორგანიზაციასთან მიმართებით სუნაკის საფინანსო საქმიანობის დეკლარირებას უკავშირდება. ორგანიზაციის ერთ-ერთი ინვესტორი რიში სუნაკის ცოლი, აკშატა მურტია.
რიში სუნაკის სპიკერის თქმით, გადაწყვეტილებას პრემიერის პირად ინტერესთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, სუნაკის ოფისი ყველანაირად დაეხმარება და ხელს შეუწყობს გამოძიებას დეკლარაციის გამჭვირვალობის დასამტკიცებლად.