უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი სააღდგომო მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ჩაწერა.
„დღეს მაცხოვრის აღდგომას ვზეიმობთ. მისი მთავარი სიმბოლო გამარჯვებაა - სიკეთის, სიმართლის, სიცოცხლის გამარჯვება. აღდგომას დღეს ჩვენი გამარჯვების ურყევი რწმენით აღვნიშნავთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, გასული წლის აღდგომას თუ უკრაინელები ლოცულობდნენ, რომ უკრაინას გაეძლო, დღეს ისინი ლოცულობენ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.
„ერთი წლის წინ ამ დღეს ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ჩვენ არა მხოლოდ ველოდებით და ვითხოვთ, არამედ თავად მოვიპოვებთ და ვქმნით ამ გამარჯვებას. 417 დღე. ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ. წინ მწვერვალთა შორის ყველაზე რთული მწვერვალია. ჩვენ მას გადავლახავთ და ერთად შევხვდებით ჩვენს განთიადს, როდესაც მთელი ჩვენი ქვეყნის თავზე ამოვა მზე. ეს არის ლურჯი და ყვითელი დროშა. ის აუცილებლად ამოვა ღვთისგან ბოძებული მთელი ჩვენი მიწის თავზე. ჩვენი ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის თავზე… მზე განათდება სამხრეთით, მზე განათდება აღმოსავლეთით, მზე განათდება ყირიმში. ნარინჯისფერი მზე მშვიდობიან, ლურჯ ცაზე და ეს არის სამართლიანობის სინათლე“, – განაცხადა ზელენსკიმ.