უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთნ დაკავშირებით, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს.
ერმაკის თქმით, უკრაინამ 130 ტყვე დაიბრუნა. მათ შორის არიან სამხედროები, მესაზღვრეები. ეროვნული გვარდიის წევრები, მეზღვაურები, ტრანსპორტის სახელმწიფო სპეციალური სამსახურის თანმშრომლები. რიგითები და სერჟანტები. ისინი ტყვედ ბახმუტის, სოლედარის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში ჩავარდნენ.
“აღდგომა. ამ დღესასწაულის კვინტესენცია არის იმედი. სწორედ ამას გრძნობდნენ იმ ტყვეების ახლობლები, რომლებიც მათ ამდენ ხანს ელოდნენ“, - განაცხადა ერმაკმა.
უცნობია, რამდენი რუსი სამხედრო ტყვე დაუბრუნა რუსეთს უკრაინამ.