რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვას ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ასევე ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრციის ცნობით, რუსული საარტილერიო ჭურვები ქალაქის ტავრიჩესკის მიკრორაიონში საგანმანათლებლო დაწესებულების მახლობლად აფეთქდა.
დაიღუპა 48 წლის ქალი და მისი 28 წლის ქალიშვილი.