შავი ზღვა უნდა გახდეს ის, რაც უკვე გახდა ბალტის ზღვა, ის, უნდა გახდეს ნატო-ს ზღვა, ამის შესახებ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, - მოსკოვი სასტიკ შეტევებს ერთი მეორის მიყოლებით ახორციელდებდა.
“საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი სასტიკ შეტევებს ერთი მეორის მიყოლებით ახორციელდებდა. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს აქვთ „თავიანთი სიმართლე“. მაგრამ ერთადერთი სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის საბოლოო მიზნით ჩაეტარებინა მორიგი „იალტის კონფერენცია, რათა დაეყო ევროპა გავლენის სფეროებად“, - განაცხადა კულებამ.
კულებას თქმით, ახლა აუცილებელია, ქვეყნებმა, რომლებსაც რუსეთი საფრთხეს უქმნის, შეიმუშაონ საერთო გეგმა ნატო-ში ინტეგრაციისთვის.
„ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის. შავი ზღვა უნდა გახდეს ის, რაც უკვე გახდა ბალტიის ზღვა, ის უნდა გახდეს ნატო-სზღვა. როდესაც 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით დაიხურა ნატო-ს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად მოახდინა რეაგირება ორივე ქვეყანაზე თავდასხმით. რუსეთი ხდებოდა მანიაკი, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გზა ამ მანიაკის გაბედნიერება იყო“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ ვილნიუსში ნატო-ს მოახლოებული სამიტი არის სწორი დრო, რომ გამოსწორდეს წარსულში დაშვებული შეცდომები უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმით.