უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა აშშ-ში ვიზიტისას ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლოიდ ოსტინს შეხვდა. იუწყება CNN.
შმიჰალმა შეხვედრაზე ოსტინს უკრაინისთვის F-15-სა და F-16-ის ტიპის გამანადგურებლების, ასევე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა სთხოვა.
„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, მაგრამ იმისთვის, რომ ამ მიზანს სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით მივაღწიოთ, უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო დახმარება“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.
ოსტინმა არ გააკეთა კომენტარი კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ პირობა დადო, რომ გააფართოვებს შეერთებულ შტატებში სამხედრო ტექნიკის წარმოებას უკრაინისთვის.
„ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციას ჩვენსავე თავდაცვით-სამრეწველო ბაზაში შემდგომი წარმოების გაფართოებისათვის“, - განაცხადა ოსტინმა.