სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მოქალაქემ ქოლგა ესროლა, – ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. შემთხვევა ვაიოცძორის რეგიონში მოხდა.
სომხური მედიის ცნობით, სამუშაო ვიზიტისას, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში 47 წლის ქალმა ფაშინიანს ქოლგა ისროლა.
ქალი დააკავეს. დაიწყო გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიმართ ძალადობის მცდელობის ფაქტზე. ამ დროისთვის ქალი უკვე გათავისუფლებულია.