პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გაჟონვასთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შიდა მოკვლევა მიმდინარეობს პენტაგონში. იუწყება Deutsche Welle.
გავრცელებული ცნობით, ასობით დოკუმენტი, რომლებიც აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს, სოციალურ ქელებში გავრცელდა.
სამმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვით, სააგენტო Reuters -ს განუცხადა, რომ ამ გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, პრორუსული ელემენტები დგანან.
დოკუმენტები მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე პერიოდით არის დათარიღებული და გრიფით საიდუმლოა, მოიცავს დეტალურ ინფორმაციას უკრაინისთვის შეიარაღებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებასა და გრაფიკზე.
წყაროს თქმით, აღნიშნული დოკუმენტები რედაქტირებულია და მათში რუსული მხარის მსხვერპლის რაოდენობა შემცირებულია. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტში დაღუპული რუსი სამხედროები რიცხვი 16 ათასიდან 17 500-მდეა დასახელებული, მაშინ როდესაც აშშ-ის ინფორმაციით, რუსული მხარეს 200 ათასამდე დაღუპული ჰყავს.