რუსეთმა კიევს უარი უთხრა რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით მუსლიმი სამხედრო ტყვეების გაცვლაზე. ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ.
„ჩენ გამოვედით წინადადებით, გაგვეცვალა ყველა მუსლიმი ორივე მხრიდან „ყველა ყველაზე“, მათი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემის ნიშნად. სამწუხაროდ, რუსულმა მხარემ ეს იდეა ენთუზიაზმის გარეშე მიიღო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში დარია ზარივნაიამ.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთი იყო იმ ინიციატივებს შორის, რომლებიც უკრაინულმა მხარემ ტყვეების გაცვლისთვის რუსეთს შესთავაზა.
საერთო ჯამში 2022 წლის 11 მაისის შემდეგ უკრაინულმა მხარემ ათობით გაცვლა განახორციელა, რომლის დროსაც მოხდა 2005 სამხედრო და სამოქალაქო ტყვის გაცვლა.
ბოლო გაცვლის დროს, 3 აპრილს სახლში რუსების მიერ დატყვევებული 11 უკრაინელი დაბრუნდა.