საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განიხილეს ის საკითხები, რაც ქვეყანამ უნდა გააკეთოს, სასამართლო სისტემის რეფორმის გასაგრძელებლად.
"ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, ყოველთვის სასარგებლოა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, რაზეც ვთანამშრომლობთ. ჩვენ გვქონდა საუბარი იმ დამატებით ნაბიჯებზე, რა უნდა გადაიდგას და რით უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს პარლამენტს, რომ გაგრძელდეს სამართლებრივი რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმა, იმიტომ, რომ ეს გახლავთ 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილი, როგორც სასამართლო სისტემის რეფორმა, ასევე კორუფციასთან ბრძოლა.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში საქართველო შეძლებს და მიიღებს კანდიდატის სტატუს, თუმცა ამისთვის სამუშაოა ჩასატარებელი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რეკომენდაციები ვენეციის კომისიისგან, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ დაკმაყოფილდეს ის სტანდარტი სასამართლო სისტემის რეფორმასთან, რაც არის გაწერილი 12 რეკომენდაციაში, ერთ-ერთი საკითხი გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. ამ რეფორმაზე საუბარი ვენეციის კომისიის ბოლო 4 მოხსენებაში, ასევე იმ ანგარიშში, რომელიც ბოლო თვეს წარმოადგინეს. მეტი უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით", - თქვა დეგნანმა.