უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში აშშ-ისა და ნატო-ს საიდუმლო გეგმების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. იტყობინება New York Times.
როგორც გამოცემა განმარტავს, დოკუმენტები არ შეიცავს სამხედრო ოპერაციების კონკრეტულ გეგმებს – როგორ, როდის და სად აპირებს უკრაინა შეტევის დაწყებას, თუმცა ისინი შეიცავს მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების შესახებ პირველი მარტის მდგომარეობით.
დოკუმენტებში აღნიშნულია, მაგალითად, „ჰაიმარსის“ მიერ საბრძოლო მასალის მოხმარების დონე. როგორც გამოცემა წერს, პენტაგონს არასოდეს გამოუქვეყნებია ეს მონაცემები საჯაროდ, მაგრამ ისინი დოკუმენტებშია მოცემული.
სამხედრო ანალიტიკოსები გამოცემასთან აღნიშნავენ, რომ დოკუმენტების შინაარსი დიდი ალბათობით შეცვლილია. ეს შესაძლოა მოსკოვის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა იყოს, ვინაიდან დოკუმენტში უკრაინის დანაკარგები გადაჭარბებულად არის შეფასებული, ხოლო რუსეთის - პირიქით. ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომში 16-17.5 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, უკრაინამ კი, სავარაუდოდ, 71.5 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.