საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს რუსეთთან საუბრისკენ და უკრაინაში ომის დასრულებისთვის დახმარებისკენ მოუწოდა. იუწყება CNN.
პეკინში საფრანგეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები იმართება.
„რუსეთის აგრესიამ უკრაინაში დარტყმა მიაყენა საერთაშორისო სტაბილურობას. ვიცი, რომ შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ თქვენ დააბრუნებთ რუსეთს მოლაპარაკებათა მაგიდასთან“, - განაცხადა მაკრონმა.
თავის მხრივ სი ძინპინმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას „უკრაინის კრიზისის“ ესკალაცია. მან დაგმო დარტყმები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სამოქალაქო პირების დაცვა და არ უნდა დავუშათ ბირთვული იარღის გამოყენება“, - განაცხადა სიმ.
ჩინეთის ლიდერმა ასევე სამშვიდობო მოლაპარკების დაუყოვნებლივ განახლების იმედი გამოთქვა. მან ასეე გამოთქვა რწმენა, რომ მოიძებნება ევროპის უსაფრთხოებისათვის პოლიტიკური გადაწყვეტლება.