უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი მრჩეველი ანდრეი სიბიგა აცხადებს,რომ უკრაინა მზად არის რუსეთთან განიხილოს ყირიმის საკითხი, როდესაც უკრაინის შეირაღებული ძალები ანექსირებული ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიაღწევენ.
ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განცხადა.
„როდესაც მივაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს ბრძოლის ველზე და ვიქნებით ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან, მზად ვართ გადავშალოთ დიპლომატიური გვერდი ამ საკითხის განსახილველად“, - განაცხადა სიბიგამ.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ გამორიცხავენ {ყირიმის} გათავისუფლებას სამხედრო გზით.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამორიცხა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან, ვიდრე რუსული ჯარი უკრაინის მთელ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს, სრულად არ დატოვებენ.