პოლონეთმა და უკრაინამ შეათანხმეს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს ჯავშანტრანსპორტიორებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ნაღმტყორცნებსა და სხვა შეიარაღებას.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შევათანხმეთ, ჩვენი სამხედროებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვის პაკეტი. დღეს, ხელს ვაწერთ დოკუმენტს პოლონური Rosomak-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების, Rak-ის ტიპის ნაღმტყორცნების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, ძალიან ეფექტური გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, „მიგ“-ებისა და სხვა შეიარაღების მიწოდებაზე, რომელიც ჩვენ ძალიან გვესაჭიროება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ საუბარია არამხოლოდ დახმარებაზე, არამედ ორმხრივ თანამშროლობაზე, კერძოდ შესყიდვების ფორმატში. ზელენსკის თქმით, ეს გააძლიერებეს უკრაინისა და პოლონეთის თავდაცვის პოტენციალს.
მანამდე პოლონეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს უკრაინის აღდგენის თანამშრომლობის მემორანდუს და სატანკო საბრძოლო მასალების ერთობლივ წარმოებაში თანამშროლობის შეთანხმებას.
ასევე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მზად არიან უკრაინას საერთო ჯამშ მიგ-29 ტიპის 14 ავიაგამანადგურებელი გადასცენ, მათ შორის 4 უკრაინაში უკვე გაგზავნილია, 4-ს გასაგზავნად ახლა ამზადებენ, 6-ს კი ახლო მომავალში გადასცემენ.