მოსკოვის ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე შესაბამის კადრებს ავრცელებს ტეეგრამ-არხი 112.
გავრცელებული ცნობით, ზნამენკის ქუჩაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი შენობა იწვის. ხანძარს სირთულის მეორე დონე მიენიჭა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
ხანძრის კერა სავარაუდოდ, მეხუთე სართულზეა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.