ნატო გააგრძელებს იმ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტ პუტინს აღარ შეეძლება ევროპის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა. შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერასაც, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.