უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ავდიივკაში წარმატებული კონტრშეტევა განახორციელა. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები აცხადებენ.
„უკრაინის ძალებმა, სავარაუდოდ, კონტრშეტევა განახორციელეს ავდიივკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. გეოლოკაციური კადრები, რომელიც 2 აპრილს გამოქვეყნდა, მიუთითებენ, რომ უკრაინის ძალებმა, სავარაუდოდ, პოზიციები დაიბრუნეს ნოვოსელოვკიდან (ავდეევკიდან 17 კმ-ში) და ჩრდილო-დასავლეთით დასახლებულ პუნქტთან წინ წაიწიეს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამავე დროს, ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გაურკვეველია უკრაინის ძალები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ თუ არა ამ პოზიციებს თუ ჩაატარეს სადაზვერვო ოპერაცია და შემდეგ აღნიშნული ტერიტორია დატოვეს. ანალიტიკოსები ასევე ამტკიცებენ, რომ ოკუპანტებს 4 აპრილს არ განუხორციელებიათ დადასტურებული სახმელეთო შეტევა დონეცკის ოლქში.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის დამცველებმა მტრის კონცენტრაციის 11 უბანი და მართვის 3 პუნქტი გაანადგურეს, ასევე მოიგერიეს მტრის 60-ზე მეტი შეტევა. ავდიივკისა და მარინკის მიმართულებებით ოკუპანტებმა განახორციელეს შეტევითი მოქმედებები დონეცკის ოლქში, ნოვოკალინოვოს, სევერნოეს, პერვომაისკოესა და მარინკის რაიონებში, თუმცა წარუმატებლად.