საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. ევროპელი ლიდერები ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდებიან.
საუბრის მთავარი თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, სავაჭრო მოლაპარაკებები და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხები იქნება. ასევე, მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი პეკინთან, როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენაა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი აპირებს, რომ სი ძინპინს რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ჩინეთის გავლენების გამოყენება სთხოვოს.