კიევ-პეჩერის ლავრის დროებითი წინამძღვარი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისგან არქიმანდრიტი აბრაამი აცხადებს, რომ ბერები ლოცულობენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, ლავრის ყოფილი წინამძღვრის, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მარლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტ პაველის „წყევლა“ კი მას უკან დაუბრუნდება.
„როგორც წინამძვრის მოვალეობის შემსრულებელი ღრმად შეშფოთებული ვარ იმ განცხადებებითა და მოქმედებებით, რომლებსაც ჩვენი ყოფილი ხელმძღვანელი აკეთებს. ნუთუ მან არ იცის, რომ უსამართლო წყევლა უბრუნდება მას, ვინც იწყევლება. ძმების ყველა ცრემლი, რაზეც ის საუბრობს, მისი ბრალია. წყევლა, რომელსაც ის პრეზიდენტს და იმ ადამიანებს უგზავნის, ვინც მას არ ეთანხმება - სინადვილეში მას უკან დაუბრუნდება
მაქვს რა პასუხისმგებლობა სათავეში ჩავუდგე ლავრას, რომელიც დამაკისრა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ, ლავრის სახელით, მინდა დავუდასტურო ყველას, რომ ყოფილი წინამძღვრის წყევლა უსაფუძვლო და გაუმართლებელია.
მინდა დავარწმუნო ჩვენი პრეზიდენტი, რომ ლავრის ბერები ლოცულობენ და გააგრძელებენ ლოცვას ჩვენი სახელმწიფოს მეთაურისთვის, როგორც ამას ღთვის სიტყვა გვავალებს. ჩვენ გლოცავთ თქვენ, ბატონო ვოლოდიმირ. აგრესორის, ყალბი „რუსული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც ჩვენს ხალხს მოუტანა ომი და სიკვდილი. ვლოცულობთ თქვენი ოჯახისთვის, ყველასთვის, ვინც თქვენთან ერთად იბრძვის მტრის წინააღმდეგ, გამარჯვებისთვს“, - ამბობს არქიმანდრიტი.
აბრაამა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლავრის გარშემო მოვლენები არის არა სახელმწიფოსა და რელიგიის „დაპირისპირება“, არამედ უკრაინის სიწმინდეების გათავისუფლება მტრული სახელმწიფოს ზეგავლენისგან.
„წმინდა ლავრის, ჩვენი პეჩერის მამების გამო დიდხანს ვითმენდით, რადგან ვერ ვხედავდით ალტერნატივას. მაგრამ ახლა ახალი კანონიკური რეალობა და უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილება გვაძლევს არჩევანის შესაძლებლობას - და მე ჩემი არჩევანი გავაკეთე“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.
რამდენიმე დღის წინ კიევ-პეჩერის ლავრის ყოფილმა წინამძღვარმა მიტოროპოლიტმა პაველმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და მის ოჯახს ღმერთი არ აპატიებს ლავრიდან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირების განდევნას.
დღეს, კიევ-პეჩერის ლავრის ყოფილი წინამძღვარი, მიტროპოლიტი პაველ ლებედი დაკითხვაზე დაიბარეს.
მიტროპოლიტის სახლსა და ლავრაში ჩხრეკა ჩატარდა.
მას ბრალი ედება რელიგიური სიძულვილის გაღვივებაში, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის გამართლებაში.
ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელშიც მიტროპოლიტი პაველი დადებითად საუბრობს რუსი სამხედროების მიერ ხერსონის ოკუპაციის შესახებ და პატრიარქ კირილისთვის ლოცვას სთხოვს.
სხდომა 3 აპრილისთვის გადაიდო.