ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს ოკუპირებული ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდა. ეს მისი მეორე ვიზტია, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგოატომი“ ავრცელებს.
„ამ ჯერზე რაფაელ გროსი გეგმავს ნახოს, როგორ შეიცვალა სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელქროსადგურზე, შეხვდეს იქ მომუშავე სპეციალისტებს, ასევე გარანტიები მისცეს სააგენტოს მუდმივმოქმედი მისიის წევრებს რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში 2022 წლის სქტემბრის შემდეგ მუშაობენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.